|
2025-03-12 12:16:03, 384 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია - „პიჯაკების საქმეს“, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“
ის საქმე, რომელსაც ოპოზიცია პიარულად ფუთავდა, როგორც „პიჯაკების საქმეს“, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა ის პროცესი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია საზოგადოება ადევნებს თვალყურს. „რაც შეეხება იმ საქმეს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო შეფასებული, როგორც „პიჯაკების საქმე" - თვითონ ეს ფორმულირებაც იყო ქართული საზოგადოების დიდი შეურაცხყოფა, ვინაიდან, რეალურად, საუბარი იყო 9 მილიონ ლარზე. ყველამ კარგად ნახა, საჯარო წყაროებშიც შეუძლიათ მოიძიონ, იქ მასაჟები, ვიღაცისთვის ტელეფონის ყიდვა, მზარეულის ჩამოყვანა და ა.შ. მოკლედ, ის საქმე, რომელსაც ესენი პიარულად ფუთავდნენ როგორც „პიჯაკების საქმეს, რეალურად არის „9 მილიონის საქმე“, რომელიც მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. 9 მილიონის პიჯაკი არა მგონია, სააკაშვილს ეყიდა. ასე რომ ეს იყო ის ლოგიკური დასასრული იმ პროცესისა, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალყურს“, - განაცხადა კირცხალიამ. ცნობისთვის, სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)