|
2025-03-12 09:54:23, 510 ნახვა
მსოფლიო
იტალია აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, - ამის შესახებ განცხადებას იტალიის მთავრობა ავრცელებს. „პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი ჯიდაში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგებს მიესალმება, განსაკუთრებით 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტისა და კიევისთვის აშშ-ს დახმარების აღდგენის წინადადებას“, - ნათქვამია იტალიის მთავრობის განცხადებაში. იტალიის მთავრობის განცხადებით, „ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული“. „იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, ხოლო აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)