13:26 - 21 May, 2026
|
2016-03-11 11:24:02, 1198 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: პუტინი უფრო ძლიერი მმართველია, ვიდრე ობამა
"პუტინი ძალიან ძლიერი მმართველია, ეს არ არის კომპლიმენტი,ეს ფაქტია", - აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNN-ის ტელედებატებისას გააკეთა. მილიარდერმა განაცხადა, რომ ის მხარს არ უჭერს პუტინს, თუმცა, მას ძლიერ მმართველად მიიჩნევს. "ვფიქრობ, რომ პუტინი ძალიან ძლიერია, ის გაცილებით ძლიერია, ვიდრე ობამა", - განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ "ძლიერი, არ ნიშნავს კარგს". მედია-მაგნატს რუსეთის პრეზიდენტი დადებით კონტექსტში აქამდეც არაერთხელ მოუხსენიებია. დონალდ ტრამპმა შიდა არჩევნები კიდევ ორ შტატში, მისისიპისა და მიჩიგანში მოიგო და „რესპუბლიკელთა“ შორის პოზიციები გაიმყარა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)