|
2025-03-11 17:20:00, 580 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში სეპარატისტებმა მატარებლის 450-ზე მგზავრი აიყვანეს მძევლად
პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანში შეიარაღებულმა სეპარატისტებმა მძევლად აიყვანეს მატარებლის 450-ზე მეტი მგზავრი, დაიჭრა მემანქანე. ამის შესახებ AFP იტყობინება ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. მატარებელს, რომელიც კუეტიდან ფეშავარში მიემგზავრებოდა, თავს დაესხნენ დაჯგუფება „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმიის“ წევრები. როგორც CNN წერს, მათ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს და განაცხადეს, რომ მძევლები ჰყავთ აყვანილი. ბელუჯისტანის ხელისუფლების წარმომადგენელმა შაჰიდ რინდმა თქვა, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და ყველა დაწესებულების მობილიზება მოხდა ვითარების დარეგულირებისთვის. თავდასხმის ადგილზე გაიგზავნა უშიშროების ძალები. აშშ-ში „ბელუჯისტანის განთავისუფლების არმია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)