|
2025-03-11 13:21:44, 425 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ საუდის არაბეთის პრინცთან უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნების საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტის სამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ბინ სალმანთან საუდის არაბეთის, როგორც პოტენციური შუამავლის, როლი განიხილა უკრაინელი ომის ტყვეების გათავისუფლებისა და ასევე უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების მხრივ, რომლებიც რუსეთში არალეგალურად გადაასახლეს. ამასთანავე, საუდის არაბეთისა და უკრაინის ლიდერებმა უკრაინისთვის შესაძლო უსაფრთხოების გარანტიები და "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის" დამყარების სტრატეგიები განიხილეს. ზელენსკი ბინ სალმანს ასევე თავდაცვაში წარმოების გაძლიერების კუთხით უკრაინის გეგმების შესახებ ესაუბრა და საუდის არაბეთთან ამ სექტორში პოტენციური თანამშრომლობა განიხილა. ზელენსკის უწყების მიხედვით, უკრაინა საუდის არაბეთთან ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებით არის დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის გუნდი ჯიდაში ამერიკელ დელეგატებთან შესახვედრად დარჩება და 11 მარტს მხარეები რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმებისთვის ზოგად სტრუქტურას განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)