|
2025-03-11 12:56:23, 457 ნახვა
მსოფლიო
დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
დღეს გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. საპარლამენტო არჩევნების წინ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მუტე ეგედემ განაცხადა, რომ გრენლანდიელებმა „გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევანი უნდა გააკეთონ“. „ის, რაც ახლა მსოფლიოში ხდება, ძალიან მაწუხებს. არის მსოფლიო წესრიგი, რომელიც ბევრ ფრონტზე იშლება და ასევე, არის პრეზიდენტი აშშ-ში, რომელიც არაპროგნოზირებადია და ეს ადამიანებს დაუცველობას აგრძნობინებს“, - განაცხადა ეგედემ. ამასთან, ეგედეს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გრენლანდიელების მიმართ პატივისცემას არ გამოხატავს. „ჩვენ პატივისცემით მოპყრობას ვიმსახურებთ და ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს არ გაუკეთებია“, - აღნიშნა გრენლანდიის პრემიერმა. გრენლანდიის პარლამენტი 31 ადგილისგან შედგება და უმრავლესობის მოსაპოვებლად 16 მანდატია საჭირო. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. გასულ კვირას კონგრესში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი „გრენლანდიელი ხალხის უფლებას, თავიანთი მომავალი თავად განსაზღვრონ“, მხარს უჭერს, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ს გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)