|
2025-03-10 20:25:54, 719 ნახვა
მსოფლიო
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის
დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის , - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. დანიური მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ლარს ლოკე რასმუსენი და ტროელს ლუნდ პოულსენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდნენ და საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ მხარდაჭერა მიიღეს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა. ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არსებობს. „კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)