|
2025-03-10 18:28:55, 745 ნახვა
მსოფლიო
ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
ფინეთი უკრაინას 16 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა, რუსეთის შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, კვლავ მძიმეა. ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა ფრონტის ხაზზე. ფინეთი უკრაინას 16 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს" - წერია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ფინეთი უკრაინას რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან ეხმარება და ამას მომავალშიც გააგრძელებს. უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება დიდია და ჩვენი დახმარება მნიშვნელოვანია“ - თქვა ფინეთის ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა, ვილე ტავიომ. სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინას გაეროსა და წითელი ჯვრის მეშვეობით მიაწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)