|
2025-03-10 17:06:57, 463 ნახვა
მსოფლიო
ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ხვალ გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. საარჩევნო უბნები გაიხსნება ადგილობრივი დროით 11:00 საათზე და 22:00 საათზე დაიხურება. როგორც „როიტერი“ წერს, ეგზიტპოლები არ იქნება და შედეგები ცნობილი 12 მარტს გახდება. გრენლანდიის 57,000 მოქალაქიდან, დაახლოებით 40,500-ს აქვს ხმის მიცემის უფლება. 2021 წელს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 27 000-მა ადამიანმა მიიღო. გრენლანდიის პარლამენტში სულ 31 ადგილია, უმრავლესობის მოპოვებისთვის კი 16 ადგილია საჭირო. გრენლანდიის მმართველი, მემარცხენე სოციალისტური პარტია Inuit Ataqatigiit (IA) პრემიერ-მინისტრის, მუტე ეგედეს ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელ გრენლანდიას, თუმცა ჯერჯერობით არ შეუმუშავებია ამის მიღწევის გეგმა. პარტიას ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში 11 ადგილი აქვს. სოციალ-დემოკრატიული პარტია „Siumut“, ერიკ იენსენის ხელმძღვანელობით, მხარს უჭერს გრენლანდიის დანიიდან თანდათანობით გამოყოფას და მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს. „Siumut“-ს ამჟამად გრენლანდიის პარლამენტში ათი ადგილი აქვს. მემარცხენეების პარტია „Naleraq“, პელე ბროებერგის ხელმძღვანელობით, უდიდესი ოპოზიციური პარტიაა და მტკიცედ უჭერს მხარს გრენლანდიის სრულ დამოუკიდებლობას. „Naleraq“-ს ამჟამად პარლამენტში ხუთი ადგილი აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)