07:51 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-10 15:37:26, 418 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის შეხვედრა არ იგეგმება

10 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება. 

შეხვედრა უარყო დიმიტრი პესკოვმა. ჟურნალისტების კითხვას შეხვედრის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ასე უპასუხა:

"არა, ვერ გიდასტურებთ. ეს ასე არ არის".

ცოტა ხნით ადრე, იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

"შეხვედრა არ იგეგმება. მეტსაც გეტყვით, აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ შემოსულა".

რუსეთისა და აშშ-ს დელეგაცია ელ-რიადში მიმდინარე წლის 18 თებერვალს შეხვდა. მხარეების თქმით, შეხვედრა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ემსახურებოდა.

საუდის არაბეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც სავარაუდოდ 11 მარტს აშშ-ს წარმომადგენლებს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics