|
2025-03-10 13:59:10, 462 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - უკრაინას დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება
საქართველო არის იქ, სადაც მინიმუმ ბოლო 3-ათასი წელი ვართ და ტექტონიკური გეოპოლიტიკური ძვრები საქართველოს გარშემო ყოველთვის მიმდინარეობდა - ჩვენ უკვე ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო! უკრაინას ხომ შესთავაზეს ზურგი, მაგრამ ვნახეთ, როგორ ივარგა ამ ზურგმა 1994 წელს, როცა უკრაინას ბირთვული იარაღი დაათმობინეს! ან სად არის 2022 წლის თებერვალში მიცემული ზურგი?! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ მათ სხვებისთვის რომ დაეჯერებინათ, საქართველო დღეს მგლოვიარე და უკრაინის მსგავსად, განადგურებული ქვეყანა იქნებოდა. „3-ათასი წელი ამ პირობებში ვართ. ჩვენმა გენეტიკურმა მეხსიერებამ მაინც უნდა გვასწავლოს რაღაცები, თუ არა საკუთარმა გამოცდილებამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. უნდა გვასწავლოს ის, რომ პირველი, რასაც უნდა ვენდოთ, უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და საკუთარ ხალხს. ჩვენ ვნახეთ უკრაინა, რომელიც ზოგიერთებს მიენდო და ვნახეთ, რა ხდება ახლა უკრაინაში. ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლებას არჩევანიც კი არა აქვს და ვერც ამბობენ, რა არის მათთვის მისაღები არჩევანი. ეს არის ის, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელისუფლება სხვებს მიენდობა - ასეთია ყოველთვის დასასრული! ეს არის ჩვენი სამეზობლო, ეს არის ჩვენი რეგიონი, საუკუნეებია ასე ვართ, ასეთ სირთულეებში ვართ. ერთადერთი, რამაც ჩვენ საუკუნეები და ათასწლეულები გაგვაძლებინა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე ფიქრია და არა ის, რომ ვიღაცას ავყოლოდით! დამოუკიდებელმა ქვეყანამ ზურგის ქონაზე კი არა, საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უნდა იფიქროს! ჩვენ მსოფლიო მოთამაშე, დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა არა ვართ, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენა ვიქონიოთ. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ, რომ არ უნდა ავარდე! - ჩვენ კარგად ვიცოდით, რა გზას მიჰყავხარ წითელი ხალიჩებისკენ და როგორ უნდა დაგიკრან ტაში საერთაშორისო ფორუმებზე! ასეთ წითელ ხალიჩას უგებდნენ ზელენსკის, ფეხზე უდგებოდნენ და ხედავთ, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სახვეწარი უხდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)