08:18 - 23 May, 2026
|
2025-03-10 09:31:27, 532 ნახვა
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის თქმით, აშშ განაახლებს უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას
აშშ განაახლებს უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც შაბათ-კვირის უქმეების შემდეგ ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, 9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს თითქმის უკვე გააკეთეს. 5 მარტს მედიით გავრცელდა ცნობები, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება, რაც სერიოზულად აფერხებს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარს, ქვეყანა დაიცვან რუსეთის დარტყმებისგან. თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეჩერებულია. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა თეთრ სახლში, მისი შელაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)