|
2025-03-09 17:49:21, 732 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებს საუდის არაბეთში 10-12 მარტს შეხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში 10-12 მარტს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიოს მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნის განხორციელებას. ჯიდაში ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს, რათა აშშ-საუდის არაბეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები და რეგიონში საერთო ინტერესების საკითხი განიხილოს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიო 12-14 მარტს კანადაში გაემგზავრება, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. „მდივანი რუბიოს ჩართულობა გააძლიერებს აშშ-ის ინტერესებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, სტრატეგიულ თანამშრომლობასა და გლობალურ სტაბილურობაში. საუბარი შეეხება ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ კონფლიქტებს, თანამშრომლობას აფრიკასა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და სტაბილურობას დასავლეთ ნახევარსფეროში“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)