|
2025-03-09 15:37:38, 778 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ბიძინა ივანიშვილს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწევს
ივანიშვილის რეჟიმმა საუბარი დაიწყო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დღის წესრიგიდან საპარლამენტო არჩევნების საკითხი მოეხსნა - რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 100 დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნაა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ოპოზიციას არჩევნების ეშინია, მაგრამ პირველ რიგში, ეს თავად მათი გამოწვევაა. „ივანიშვილის რეჟიმმა საუბარი დაიწყო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დღის წესრიგიდან საპარლამენტო არჩევნების საკითხი მოეხსნა, რომელიც არსად არ წასულა და 100 - დღიანი პროტესტი და მოთხოვნა კვლავ ძალაშია. ოქტომბრის არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და ეს დიდი დროა. ამიტომ, როდესაც მთავარი დღის წესრიგი საპარლამენტო არჩევნებია, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარეობს მზადება ჩვენთანაც. ივანიშვილის რეჟიმი საუბრობს, რომ ვიღაცას ეშინია არჩევნების, პირველ რიგში, ეს თავად მათი გამოწვევაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამას მოწმობს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, ასევე ის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც თავად ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას აჩვენებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 100 დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნაა. ცალსახად და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მოუწევს ივანიშვილს რეჟიმს, რომ დანიშნოს. სხვა დანარჩენი და მათი აქცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ემსახურება იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან მოხსნან.“, - განაცხადა აქუბარდიამ.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)