08:18 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 09:48:18, 874 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი კანადურ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს.

ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწესა. კანადამ ას და 25-პროცენტიანი საიმპორტო ბაჟები ჩინეთში წარმოებულ ელექტროავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინის პროდუქტებზე დააწესა.

ჩინეთის ტარიფები ძალაში 20 მარტს შევა.

„კანადის ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მძიმედ აზიანებს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთი კანადის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კანადამ 2024 წელს 47 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ჩინეთში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics