|
2025-03-08 13:06:37, 681 ნახვა
მსოფლიო
სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სირიის უსაფრთხოების ძალებმა 300-ზე მეტი ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ სირიის ომის მონიტორზე დაყრდნობით ავრცელებს. „ფრანს-პრესის“ ცნობით, ხუთშაბათს, სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებთან შეტაკებების დაწყების შემდეგ, სირიის უსაფრთხოების ძალებმა და მათმა მოკავშირეებმა 311 ალავიტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 524 ადამიანს აღწევს, მათ შორის, 213 უსაფრთხოების ძალების წევრი და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლია. შეტაკებების დაწყების შემდეგ სირიის დროებითმა პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს „ახალი სირიის გამოცდა სურთ“. „სირია ერთიანია. თუ ერთ პროვინციას ზიანი მიადგება, მას ყველა სხვა პროვინცია დაიცავს. ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაყოფა აღარ არსებობს, სირია ყველას ეკუთვნის და ისინი, ვინც ხალხს თავს ესხმიან, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ალ-შარაამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)