|
2025-03-08 12:57:46, 726 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელი ჯარისკაცების გერმანიიდან უნგრეთში გადაყვანას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი თეთრ სახლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გერმანიიდან დაახლოებით 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გადაყვანას განიხილავს. „ტრამპი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ისინი [ევროპა], როგორც ჩანს, კვლავ ომის გაგრძელებას მოითხოვენ“, - განუცხადა გამოცემას წყარომ. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული განცხადების გაკეთება მოსალოდნელი არ არის. „აშშ-ს არმია ჯარისკაცების მთელ მსოფლიოში გადაჯგუფებას ყოველთვის განიხილავს, რათა ჩვენს ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს საუკეთესოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ჰიუზმა. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს ფარგლებს გარეთ 160 000 ამერიკელი სამხედროა განლაგებული, მათი დიდი ნაწილი კი გერმანიაშია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)