02:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 18:53:28, 609 ნახვა

პოლიტიკა
პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცესკოს წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცვლილების მიხედვით, კომპენსაცია ერგებათ 65 წელს მიღწეულ იმ პირებს, ვისაც, ჯამში, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ, მათ შორის, უწყვეტი 5 წლის განმავლობაში იყვნენ ცესკოს წევრები. მისი ოდენობა ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი იქნება.

ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ისინი, ვისაც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics