|
2025-03-07 14:13:01, 432 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ISFED-ის ქმედება მიმართულია სიყალბის შემოტანისკენ
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ISFED-ის ქმედება ყოველთვის მიმართულია იქითკენ, რომ გარკვეული სიყალბე შემოიტანონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, პროკურატურას არ გადასცემენ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და მიღებული დასკვნების ამსახველ დოკუმენტაციას, რაც აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ. „ISFED-ს ამ მონაცემების წარდგენა მეხუთე დღეს სთხოვეს და ამ დოკუმენტს ჯერ არ გადასცემენ. რა თქმა უნდა, ამ დროს გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ. მიზანი და ინტერესი ერთია, რაც 2020 წელს იყო – მათ მექანიკურად და შეგნებულად ფალსიფიკაცია მოახდინეს ციფრების, რომ ამის საფუძველზე საპროტესტო მუხტი აეწიათ და ეთქვათ, რომ არჩევნები გაყალბდა. 2024 წელს არჩევნებზეც, როცა თქვეს, რომ ცესკო-ს და მათი მონაცემები დაემთხვა, თუმცა შემდეგ მონაცემები უბნების მიხედვით აღარ გამოაქვეყნეს, რადგან გაყალბების თაობაზე ნებისმიერ სპეკულაციას დაამთავრდებდა და აქედან გამომდინარე, მათ ინტერესებში ასეთი სპეკულაციის აღკვეთა არ შედიოდა და ეს მონაცემები ამიტომ არ გამოაქვეყნეს. ლოგიკური კითხვა ისმება, ეს ხომ ბაზაშია ჩატვირთული და ახლა არ არის დასაწერი, შესაბამისად, პროკურატურისთვის მის გადაცემას მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ობიექტური სახით არ გადასცემენ, რადგან ეს სიყალბე, რაც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, არ გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)