|
2016-03-10 17:52:27, 627 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები გააცნო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიებს დედაქალაქის მერიის საქმიანობის 2015 წლის ანგარიში წარუდგინა და 2016 წელს დაგეგმილი აქტივობები გააცნო. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები გიორგი ლილუაშვილი და ირაკლი ლექვინაძე, ასევე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი და სასარგებლოა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე კერძო სექტორისთვის. „საკმაოდ დატვირთული სამუშაო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ პროგრამებზე, რომელიც ბიზნესისათვის საინტერესო და აქტუალურია. განსაკუთრებით, აქცენტს ვაკეთებთ საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობაზე, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შეუძლია ერთობლივად განახორციელოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები. გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლეები, მაგალითად, მრავალსართულიანი პარკინგის პროექტი, ავტობუსის 800 ახალი გაჩერებისა და სხვა ბევრი პროგრამა, სადაც ბიზნესის ჩართულობა აუცილებელია. შეხვედრაზე მოვისმინეთ ბიზნესმენთა მოსაზრებები გარკვეული მიმართულების დახვეწასთან დაკავშირებით. ამასთან, გავაცანით ჩვენი რეფორმები და ის მიდგომები, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ ქალაქში მშენებლობების, ინფრასტრუქტურული და სხვა მიმართულების პროექტების განხორციელებისას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის - „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ - ფარგლებში გაიმართა. „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, პროექტის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში, გეგმავს ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების მორიგ შეხვედრას ქ. თბილისის მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან. შეხვედრაზე მერიის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია 2015 წლის შედეგებისა და 2016 წელს დაგეგმილი აქტოვიბების შესახებ. შეხვედრის ფორმატიდან გამოდინარე, კომპანიებს საშუალება ექნებათ პირდაპირი დიალოგის/დისკუსიის რეჟიმში დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემების შესახებ“, - აცხადებენ მერიაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)