|
2025-03-07 10:53:19, 488 ნახვა
მსოფლიო
სირიაში უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერებს შორის შეტაკებას 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
სირიის ქალაქ ლატაკიაში სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ მებრძოლებს შორის შეტაკების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებენ. „დაღუპულია 70-ზე მეტი და დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილია ათობით ადამიანი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წევრებსა და დაშლილი რეჟიმის არმიის ბოევიკებს შორის სისხლიანი შეტაკებების შედეგად“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის შეფასებით,“ ეს იყო ყველაზე ძალადობრივი თავდასხმა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ ასადის დამხობის შემდეგ“. ლატაკიაში სირიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, მუსტაფა კნეიფატის განცხადებით, კარგად დაგეგმილი და წინასწარ განზრახული თავდასხმის დროს, ასადის მხარდამჭერი რამდენიმე შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა სირიის უსაფრთხოების ძალების პოზიციებსა და საგუშაგოებს. „აღვადგენთ სტაბილურობას რეგიონში და დავიცავთ ჩვენი ხალხის საკუთრებას“, - განაცხადა მუსტაფა კნეიფატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)