|
2025-03-06 14:38:42, 653 ნახვა
მსოფლიო
რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატზე, DIICOT-ზე დაყრდნობით ავრცელებს. DIICOT-ის ცნობით, ეჭვმიტანილებმა 2023 წელს „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს, რომლის მიზანი რუმინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისთვის და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის ძირის გამოთხრა იყო“. „ასევე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, როგორც რუმინეთში, ისე რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია DIICOT-ის განცხადებაში. პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების მიზანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ახალი მთავრობის დანიშვნა და ქვეყნის ნატო-დან გაყვანა წარმოადგენდა. „იანვარში, ორი ბრალდებული მოსკოვში გაემგზავრა, სადაც კონტაქტი დაამყარეს იმ ადამიანებთან, რომლებიც მზად იყვნენ რუმინეთში სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ორგანიზაციისთვის მხარი დაეჭირათ“, - აცხადებენ პროკურორები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გადამდგარი გენერალ-მაიორი, 101 წლის რადუ თეოდორუა. ცნობისთვის, გუშინ რუმინეთმა დიპლომატიური წესების დარღვევის მიზეზით ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე და მისი მოადგილე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)