02:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 18:29:23, 734 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს  არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა.

„ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამ გზავნილებს. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით იმ არაფორმალურ გავლენებზე, რომელსაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა პროცესები როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში და ამის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ჩვენი ქვეყანა. იმის გამო, რომ არაფორმალურად იმართებოდა აშშ, მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და დღემდე, სამწუხაროდ, არაფორმალურად იმართება სტრუქტურების უდიდესი ნაწილი ევროკავშირში, ჩვენს ქვეყანას მიადგა საკმაოდ დიდი ზიანი. იყო უამრავი უსამართლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა გაიწმინდოს ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურები არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები და მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics