|
2025-03-05 11:30:28, 513 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - გადაეცით ტრამპს, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში ველოდები
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ალექსანდრე ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებებისთვის მინსკში ეპატიჟება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „რასაც არ უნდა ფიქრობდეთ მასზე, ზელენსკის დაშინება საჭირო არ არის. მნიშვნელოვანია ზელენსკისთან შეთანხმება, რადგან უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილი მას მხარს უჭერს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მოლაპარაკება. თუ გსურთ, ჩამოდით! ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე მხოლოდ 200 კილომეტრია. მოდით, დავსხდეთ და შეთანხმებას მშვიდ გარემოში, ზედმეტი აურზაურის გარეშე მივაღწიოთ. გადაეცით ტრამპს, რომ აქ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ველოდები. თუ მათ შეთანხმება სურთ, ჩვენ მშვიდად შევთანხმდებით“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ყოფილი პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან განსხვავებით უფრო დამოუკიდებლად მოქმედებს. „გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს, მაშინაც კი თუ ისინი არასწორი იქნება. ბაიდენი გადაწყვეტილებებს თავად არ იღებდა. ხალხის დიდი არმია იყო, რომელიც ბაიდენს გარკვეული მიმართულებით უბიძგებდა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)