02:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 15:50:32, 588 ნახვა

საზოგადოება
საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მუშაობა იწყება

”ჩვენ დღეს ევროკავშირის პარტნიორებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ უნდა გადავიდეთ ელექტრონულ ხელმოწერაზე. ეს მოხდება ეტაპობრივად და სასურველია სწრაფად. ეს ისეთ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, რაც ყველა საჯარო დაწესებულებისთვის ვალდებულებას გულისხმობს“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული სერვისები ხელმისაწვდომი ელეტრონულადაც უნდა იყოს. მისივე თქმით, ამას რა თქმა უნდა ყველა დაწესებულების მხრიდან შესაბამისი მომზადება სჭირდება.

"დღეს ვიწყებთ კონსულტაციებს და საჯარო დისკუსიას ამ თემაზე. დღეს ჩვენ  ელექტრონული ხემოწერის დანერგვის თემასაც განვიხილავთ, რომელიც საჯარო დაწესებულებებში გააადვილებს ურთიერთობებს. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ბიზნესმენი ამ პროგრამას ელოდება. ამას საკაონმდებლო ცვლილებები სჭრიდება და სწორედ ამ პაკეტის გარშემო დღეს საჯარო დისკუსია გაიმართება", - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics