|
2025-03-05 10:41:17, 498 ნახვა
მსოფლიო
ელისა სლოტკინი - მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს, - ამის შესახებ სენატორმა, ელისა სლოტკინმა („დემოკრატიული პარტია“) განაცხადა. ამერიკელმა სენატორმა მიჩიგანის შტატიდან, ელისა სლოტკინმა კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლის საპასუხოდ „დემოკრატიული პარტიის“ განცხადება გაავრცელა. „გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში გამართული სპექტაკლის შემდეგ, რეიგანი საფლავში უნდა ბრუნავდეს. მადლობელი ვარ, რომ 1980-იან წლებში პრეზიდენტი რეიგანი იყო და არა ტრამპი. ტრამპი ცივ ომს წააგებდა“, - განაცხადა ელისა სლოტკინმა. მისი თქმით, დონალდ ტრამპს „ვლადიმერ პუტინის მსგავს დიქტატორებთან მჭიდრო ურთიერთობის სჯერა“. „უკრაინაში ომის დასრულება ყველას გვინდა. მაგრამ რეიგანს ესმოდა, რომ ჭეშმარიტი სიძლიერე აშშ-ის მიერ სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერის მორალურ სიცხადესთან გაერთიანებას მოითხოვს“, - აღნიშნა სლოტკინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)