|
2025-03-04 20:07:46, 597 ნახვა
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სირიის გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტს შეხვდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა სირიის ახალი, გარდამავალი მთავრობის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა. კოსტას თქმით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სირიის დემოკრატიულ, მშვიდობიან და ინკლუზიურ პოლიტიკურ გარდაქმნას. "ევროკავშირი სრულად ჩართულია სირიის დემოკრატიული, მშვიდობიანი და ინკლუზიური გარდაქმნის მხარდაჭერაში. მქონდა პირველი კარგი საუბარი სირიის გარდამავალი პერიოდის პერიოდის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან. ნაყოფიერი იყო, პირველი წყაროსგან მომესმინა ის მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და გამოწვევები, რომლებიც სირიის წინაშეა. ხაზი გავუსვი, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი [სირიის] ტერიტორიულ მთლიანობას". - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე. კოსტამ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სირიას "ისტორიული შესაძლებლობა აქვს, გააერთიანოს და თავიდან ააშენოს ქვეყანა" ინკლუზიური პოლიტიკური პროცესით, რომელსაც თავად სირია უძღვება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის ბრიუსელში 17 მარტს დაგეგმილ ყოველწლიურ კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას სირიის ახალი ხელისუფლებაც მიიღებს. ცნობისთვის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, 24 თებერვალს ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქციების ნაწილი მოუხსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)