|
2025-03-04 19:11:14, 626 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსეთი მზად არის, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას თეირანთან მოლაპარაკებების წარმოებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათივე ცნობით, დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ასეთი დახმარებით დაინტერესებულია. რამდენიმე დღის შემდეგ კი საკითხზე საუდის არაბეთში შეხვედრისას, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუს კოლეგებთან ისაუბრეს. „ბლუმბერგი“ წერს, რომ თეთრი სახლი საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, მოსკოვში და თეირანში კი ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა არ უარყოფენ დონალდ ტრამპისგან ასეთი მოთხოვნის მიღებას. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „რუსეთს მიაჩნია, რომ აშშ-სა და ირანს შორის პრობლემების გადაჭრა მოლაპარაკებების გზით შეუძლიათ“ და, რომ მოსკოვი „მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რომ ამის მიღწევა მოხერხდეს”.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)