09:50 - 23 May, 2026
|
2025-03-04 16:07:24, 451 ნახვა
მსოფლიო
სერბეთის პარლამენტში ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს, არიან დაშავებულები [ვიდეო]
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამოცემა Reuters ავრცელებს. საკანონმდებლო სესიაზე, მას შემდეგ, რაც მმართველმა კოალიციამ სერბეთის პროგრესული პარტიის (SNS) ხელმძღვანელობით დღის წესრიგი დაამტკიცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის სპიკერისკენ გაიქცა და დაცვის თანამშრომლებს შეეჯახა. სხვებმა კი კვამლის ყუმბარები და ცრემლმდენი გაზი გაუშვეს. სპიკერის, ანა ბრნაბიჩის განცხადებით, მომხდარის შედეგად ორი დეპუტატი დაშავდა. მათგან ერთმა, SNS პარტიიდან, იასმინა ობრადოვიჩმა ინსულტი განიცადა, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ოპოზიციონერები ვადამდელ არჩევნებსა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)