02:35 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 14:31:15, 466 ნახვა

საზოგადოება
ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე  ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics