|
2025-03-03 12:44:20, 522 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ხანძარი გაჩნდა რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. 3 მარტს, შუაღამის შემდეგ რუსული ტელეგრამარხები იუწყებოდნენ, რომ ქარხანაზე უკრაინული დრონებით შეტევა იყო. საწარმო კომპანია „ბაშნეფტს“ ეკუთვნის. საგანგებო სიტუაციების ადგილობრივმა სამსახურმა განაცხადა, რომ „წინასწარი ვერსიით, ხანძარი უკავშირდება ტექნოლოგიურ პროცესს“. ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამარხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ღია წვა ლიკვიდირებულია“. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ბაშკირეთის რესპუბლიკა არ ყოფილა იმ ფედერალურ სუბიექტებს შორის, რომლებზეც, სამინისტროს თანახმად, ღამის განმავლობაში დრონებით შეტევა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)