|
2025-03-02 15:02:32, 456 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერი - NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა გაძლიერდეს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ლონდონის სამიტზე აპირებს, მოუწოდოს ევროპელ ლიდერებს, გააძლიერონ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი. „ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე“, - აღნიშნავს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში გაფრენამდე, რომლის განცხადებასაც BBC-ი ციტირებს. ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ. ლონდონში, დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე, საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება. მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან: იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)