|
2025-03-02 13:03:17, 479 ნახვა
მსოფლიო
FT - ორბანი მოითხოვს, EU-მ უკრაინის თემაზე მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირისგან მოითხოვს, დაიწყოს "პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით". ორბანმა ასევე დაამატა, რომ ის ეწინააღმდეგება ძალისხმევას, ბლოკის 27-ვე წევრ სახელმწიფოს შორის უკრაინის შესახებ რაიმე კონსენსუსი შედგეს. მოთხოვნების შესახებ წერილი პრორუსული განწყობების მქონე ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას გაუგზავნა. წერილი Financial Times-მა ნახა. როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის ყველაზე პრორუსი ლიდერის მუქარა, დაბლოკოს ბლოკის ნებისმიერი შეთანხმება უკრაინის შესახებ, უკავშირდება აშშ- პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გახსნას ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები კრემლთან პროცესში კიევისა და ევროკავშირის ჩართვის გარეშე და 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარ მწვავე კამათს. ამასთან, ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის მოთხოვნების წერილის გაგზავნა დროში ემთხვევა ევროპელ ლიდერთა სამიტზე მისაღები შეთანხმების ტექსტის გავრცელებას, რაც უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების გადაცემასა და ევროპული სახელმწიფოების მიერ თავდაცვის დანახარჯების მყისიერ ზრდას მოიცავს. უკრაინის საკითხზე ევროპელ ლიდერთა სამიტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჩანიშნა, 6 მარტს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)