|
2025-03-02 11:44:13, 484 ნახვა
მსოფლიო
ლიეტუვა უკრაინასთან იარაღის ერთობლივ წარმოებაში €20 მილიონის ინვესტიციებს ჩადებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
ლიეტუვამ უკრაინის თავდაცვის სფეროს მხარდაჭერის გაგრძელების ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში 20 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო და იარაღის წარმოებისთვის ერთობლივი საწარმოო საშუალებების შექმნის ინიციატივა წამოიწყო. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში ინვესტიციების ჩადებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას მხარდაჭერას გააგრძელებენ. ლიტვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, რომ "უკრაინის თავდაცვის მრეწველობას დიდი პოტენციალი აქვს, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე, უკრაინელი ინჟინრების მაღალი დონის გამოცდილებისა და მოტივაციის, ასევე ამ სფეროში გადაწყვეტილებების მიმღებთა შეუპოვრობისა და სტრატეგიული აზროვნების წყალობით". "ჩვენ ვისწრაფვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ – ლიტვურ-უკრაინული იარაღის წარმოების განვითარებისკენ როგორც ლიტვაში, ასევე უკრაინაში" - ამბობს ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი. შეთანხმების ფარგლებში შეძენილი იარაღის კონკრეტული ტიპების დასახელებები არ საჯაროვდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)