|
2025-02-28 15:09:04, 512 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს
ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, მათ აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ - ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა რითაც გამოეხმაურა ცნობებს, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს. ვოლსკი ამბობს, რომ არ იცის, კონკრეტულად რას მოიცავს ელჩის საუბარი, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ „სიკეთე აქედან არ მიგვიღია“. მისივე თქმით, საქართველოს არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ თავის ინტერესებს იცავს. „არასრულწლოვანებთან შეხვედრა, რასაკვირველია, ცუდი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ კარგს უყვები, სწორად ელაპარაკები, სწორ ინფორმაციას აწვდი ევროკავშირზე, ზოგადად, საქართველოს მისწრაფებებზე. უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ როგორც ვხედავთ, აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და იმ ჯახებისთვის ამზადებენ, რომელშიც სამწუხაროდ, მათ შორის, სკოლის მოწაფეები და ახალგაზრდა ხალხი, სტუდენტები არიან ჩართული. ეს არის უმსგავსობა. არ ეკადრება ევროკავშირს, არ ეკადრება მის ელჩს და რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს არაფერი დაუშავებია იმის გარდა, რომ თავის ინტერესებს იცავს. არანაირი საგარეო კურსი არ შეუცვლია, აბსოლუტურად დიდი სიცრუეა, რომ აქ არჩევნები გაყალბდა. მოდის შემდეგი წლები, მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მე ვფიქრობ, სერიოზული დაფიქრება მართებს ყველას - ახალგაზრდებსაც, მათი ოჯახის წევრებსაც, რა უნდა ქვეყანას, საით არის გადარჩენის და სამშვიდობოზე გასვლის გზა. არ ვიცი კონკრეტულად რას მოიცავს მისი საუბარი, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიკეთე აქედან არ მიგვიღია. დახარჯულია უშველებელი რაოდენობით თანხები იმისთვის, რომ ახალგაზრდების მობილიზაცია მომხდარიყო რადიკალური პროტესტების პროცესში, მათი მონაწილეობის ორგანიზებისათვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)