|
2025-02-28 09:19:31, 584 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ევროპელები უფრო ერთიანები და ძლიერები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე
ევროპელები უფრო ერთიანები და ძლიერები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ზელენსკის მისცემს შესაძლებლობას, აუხსნას აშშ-ის პრეზიდენტს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში. „ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი მიიღებს ზელენსკის ხვალ, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. უკრაინა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბრძოლაა: ეს არის ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის, სუვერენიტეტისთვის, და შემდეგ ეს არის ბრძოლა ევროპელების უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, მნიშვნელოვანია, რომ ზელენსკიმ შეძლოს, აუხსნას ტრამპს, თუ რა დგას სასწორზე მის ქვეყანაში. მე შევეცადე, ამეხსნა ორშაბათს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, ასევე შემეხსენებინა ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობა. მაგრამ ევროპელებს დღეს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ ერთ რამეში: მათ სჭირდებათ იყვნენ ერთიანები და ძლიერები უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. და ამიტომ, კავშირი პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის არის ერთ-ერთი საფუძველი უფრო ძლიერი ევროპისთვის“, – განაცხადა მაკრონმა პორტუგალიის პარლამენტში ვიზიტისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)