|
2025-02-27 14:54:13, 561 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე MWC Barcelona - ს სპიკერია
27 თებერვალი, 2025 - სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone -ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური კონგრესი ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება. მარიამ კოპაძე Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრებს თემაზე: “მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone -ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია”. საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში სელფი მობაილი პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone -ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, სელფი მობაილის მომხმარებელს სთავაზობს მრავალ ექსკლუზიურ მომსახურებას, მათ შორის:
ლოიალობის პროგრამის პერსონიზებული ბენეფიტებით სარგებლობისთვის, საკმარისია სელფის აპლიკაციაში MyCellfie ღილაკზე ერთი დაჭერით იხილოთ შეთავაზებები. ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტელეკომ სფეროს მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ V-Talk სესიას ოთხშაბათს, 5 მარტს, 15:30 საათზე ბარსელონაში, Fira Gran Via, ჰოლი 3, სტენდი 3E11. „ჩვენი პარტნიორობა Vodafone-თან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სელფი მობაილი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ, მათზე მორგებულ პროდუქტებს. მოხარული ვართ, რომ შევძელით ამ ინოვაციური გამოცდილების დანერგვა ქართულ ბაზარზე. მინდა მადლობა გადავუხადო Vodafone-ის გუნდს MWC-ზე საუბრის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები განვიხილო ის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა, რაც ლოიალობის პროგრამას აქვს სელფი მობაილის მომხმარებელზე,“ განაცხადა მარიამ კოპაძემ. _____________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:
დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)