11:34 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 17:42:14, 502 ნახვა

მსოფლიო
27 თებერვალს სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება

27 თებერვალს, სტამბოლში რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცნობით, მაღალი დონის დიპლომატები რუსეთსა და აშშ-ში საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხებს განიხილავენ.

„ასეთი შეხვედრა ხვალ, სტამბოლში გაიმართება და ვფიქრობ, მისი შედეგებით ცნობილი გახდება, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ მოქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია რუსეთის საელჩოს ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა.

„ჩვენი მაღალი დონის დიპლომატები და ექსპერტები სისტემურ პრობლემებს შეისწავლიან, რომლებიც წინა ადმინისტრაციის უკანონო მოქმედებების შედეგად, რუსეთის საელჩოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით დაგროვდა. რასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუპასუხეთ და მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მუშაობისთვის არასასიამოვნო პირობები შევქმენით“, - აღნიშნა ლავროვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics