|
2025-02-25 16:36:08, 446 ნახვა
პოლიტიკა
ცვლილებები კანონში - ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პირების ასარჩევად 90-ხმიანი კვორუმი საჭირო აღარ იქნება
“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ცესკოს წევრების არჩევის წესს კიდევ ერთხელ ცვლის - პარლამენტის მიერ ცესკოს ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი პირების ასარჩევად, სამ მეხუთედიანი კვორუმით კენჭისყრის ჩატარება საჭირო აღარ იქნება. პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ცესკოს წევრის არჩევისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. “კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - პარლამენტის რეგლამენტის ცვლილება, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და სხვა. გარდა ამისა, პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას. გონივრულია აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ცესკოს წევრის არჩევის წესზეც გავრცელდეს“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ამავე პროექტის გათვალისწინებით, პარლამენტის მიერ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება - მათ შორის ისეთი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საპროკურორო საბჭოს წევრების, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების, ასევე ცესკოს წევრების არჩევა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა კანონით გათვალისწინებული არ იქნება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)