|
2016-03-09 18:18:52, 543 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლას უმასპინძლებს
მიმდინარე წლის 20-27 ივნისს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მმართველობის სფეროს.საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდებიან მათემატიკის ტურნირით, რომლის მეშვეობით შედგება რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩევა ათ-ათი მოსწავლე (7 მოსწავლე - კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო 3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან,) მე-9, მე-10, მე-11 კლასებიდან (ჯამში 30 მოსწავლე), რომლებიც გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში. საზაფხულო სკოლის, სასწავლო პროგრამა, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი; პიროვნული განვითარების ტრენინგი; საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა; სამოქალაქო განათლების საკითხები; ინფორმაციული ტექნოლოგიები პირველი ეტაპზე (შერჩევის საფეხური) პროექტში დარეგისტრირებული მოსწავლეები შეირჩევიან მათემატიკის ტურნირის საშუალებით (ტურნირში მონაწილეობის საფასური თითოეული მონაწილისთვის შეადგენს 18 ლარს). მეორე ეტაპი მოიცავს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში ზემოთ ჩამოთვლილ სწავლებებს. ტრენინგ-პროგრამის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს, მედლებსა და სხვა საჩუქრებს. მათემატიკის ტურნირი ჩატარდება საქართველოს შემდეგ ქალაქებში:თბილისი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკა. მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 11ქუთაისი - ნ. ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი. მის: ირ. აბაშიძის N 22ბათუმი - თავისუფალი უნივერსიტეტის შენობა. მის: ი. ჯავახიშვილის N 3ზუგდიდი - სასულიერო გიმნაზიის შენობა. მის: თაბუკაშვილის N 76თელავი - სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა. მის: ქართული უნივერსიტეტის ქ. N 1 საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის საზაფხულო სკოლაში მოსახვედრად საჭიროა: 10 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა; გადაიხადოთ მონაწილეობის საფასური 18 ლარი; გაიაროთ ტესტირება მათემატიკაში 14-15 მაისს; ზემოთ მითითებულ თქვენთვის სასურველ მისამართზე (შედეგები გამოქვეყნდება 27 მაისს).
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)