|
2016-03-09 17:53:58, 453 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ინიციატივის ტექსტი გამოაქვეყნა
საკანონმდებლო წინადადება ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს, ევროკომისიის ვებგვერდზე უკვე ატვირთა. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩატარებული პროცედურების შესახებ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე პუნქტის შესრულების პროცესის მონიტორინგს გააგრძელებს. ცნობისთვის, რამდენიმე საათში ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრესმდივანმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრის ავრომოპულოსის პრესკონფერენცია თბილისის დროით 20:30 საათზეა დანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)