13:27 - 21 May, 2026
|
2016-03-09 17:57:54, 1214 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო რუსეთისგან სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთისგან ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. როგორც პეტრო პოროშენკო აცხადებს, უკრაინელი მფრინავი სამშობლოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაბრუნდეს. ამავე მოთხოვნით კიევში რუსეთის საელჩოსთან დღეს მორიგი აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა დიპლომატიური უწყების შენობას ქვები, კვერცხები და იოდის ბოთლები ესროლეს. საელჩოსთან ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. იქ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, იულია ტიმოშენკოც მივიდა. აღსანიშნავია, რომ ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქციები დღეს უკრაინის სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)