|
2016-03-09 17:41:03, 681 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე დატოვა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, რომლის მიხედვითაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ინფლაციური მოლოდინების ეტაპობრივ შემცირებაზე დადებითად აისახება. „პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ 2016 წლის პირველი კვარტალის შემდგომ ინფლაცია შემცირდება, თუმცა კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იქნება. თებერვალში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.6 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის ზრდის განმსაზღვრელი კვლავ მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორებია. კერძოდ, აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით განპირობებული უცხოური ვალუტით სესხების მომსახურების ტვირთისა და იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა აქვს ასევე ერთჯერად ფაქტორებს, როგორიცაა ელექტროენერგიის გადასახადის მატება და თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზური გადასახადის ზრდა. შემდგომი თვეების განმავლობაში აღნიშნული ფაქტორების განეიტრალების შემდეგ მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება. ამასთან, ინფლაციას სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობისა და სურსათის ეფექტი ზღუდავს. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2016 წლის იანვარში 0.8% შეადგინა. საგარეო სექტორი კვლავ რჩება ეკონომიკური ზრდის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად. რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება ნეგატიურად აისახება საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. ფულადი გზავნილების შემცირება და ლარი/აშშ დოლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მომსახურების ტვირთის ზრდა შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მოქმედებს. არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ არის და განაკვეთს უცვლელად 8.0 პროცენტზე ტოვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 აპრილს გაიმართება.
პსპ ფარმა თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
18 ევროპარლამენტარი EU-ს მიმართავს, შეაფასონ იმედის საქმიანობა, განსაზღვრონ შესაძლო ზომები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)