|
2016-03-09 17:25:15, 376 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე - „მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ“, რომელიც ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება, გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს. საქართველოს პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)