|
2016-03-09 17:09:17, 459 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე იან კელის შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისზე და ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ხელშესახები შედეგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით. მხარეებმა დაადასტურეს წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა, რაც გააღრმავებს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოახლოებული ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლებთან და სამეცნიერო-ანალიტიკურ წრეებთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)