17:44 - 21 May, 2026
|
2025-02-24 10:01:44, 1019 ნახვა
ომი უკრაინაში
“ევროპა კიევშია“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიუ კოშტა კიევში ჩავიდნენ
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების მესამე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ. „უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრაინასთან“, – დაწერა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, ევროკავშირის ლიდერებს კიევის რკინიგზის სადგურში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ. „რუსეთის სასტიკი ინტერვენციის მესამე წლისთავზე, ევროპა კიევშია. ჩვენ ვართ კიევში დღეს, რადგან უკრაინა არის ევროპა. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში სასწორზე არა მხოლოდ უკრაინის ბედია. ეს ევროპის ბედია“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)