|
2016-03-09 15:33:27, 386 ნახვა
პოლიტიკა
გოგლა ჟვანია: 2003 წელს ერთადერთი რუსული მსხვილი ბიზნესი საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული
„ქართული ოცნების“ დეპუტატ გოგლა ჟვანიას განცხადებით, 2003 წელს საქართველოში ერთადერთი რუსული მსხვილი ბიზნესი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული. როგორც ჟვანიამ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკის მინისტრს უსმენენ, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში რუსული კაპიტალის წილი მკვეთრად გაიზარდა: „ცოტა ღიმილის მომგვრელია, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ან არასამთავრობოები, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ყოფილ ხელისუფლებას, ამ ხელისუფლების წევრები იყვნენ, დღეს არიან არსამთავრობოები, საუბრობენ ქვეყნის ეენრგოდამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ, პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე და ცდილობენ, საზოგადოება დააფრთხონ „გაზპროკმით“ და თითქოს რაღაცა ხელისუფლება ცდილობს, შეუქმნას პრობლემა ქვეყნის უსაფრთხოებას. 2003 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, ერთადეთი მსხვილი რუსული ბიზნესი საქართველოში, რომელიც იყო წარმოდგენილი, იყო საგა გაზი. სხვა მსხვილი რუსული ბიზნესი საქართველოში წარმოდგენილოი არ იყო. ეს საგა გაზიც იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაცია, მისი მეპატრონე იყო დავით ბეჟუაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მაშინ მისი ძმა იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და ა.შ. ანუ ეს ბიზნესიც, 2003 წელს ერთადერთი რუსული მსხვილი ბიზნესი დაკავშირებული იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამის შემდეგ, 9 წლის მანძილზე, თუ ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ და სახელწმიფო ენერგოკომპანიების მონაწილეობაზე, ქართული ენერგეტიკის დიდი ნაწილი გადავიდა რუსული სახელმწიფო ორგანიზაცია „რაო-ესის“ ხელში, მათ შორის „თელასი“. ანუ, მკვეთრად გაიზარდა რუსული კაპიტალის წილი საქართველოში ამ 9 წლის განმავლობაში. დღეს არც ერთი თეთრი არ არის რუსული ინვესტიცია, არის სულ სხვა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საერთაშორისო ბიზნესებიდან. განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან, ეს არის მარტო ენერგეტიკა და რომ ვისუაბრო, რა მხოდა პოლიტიკაში . დღეს სამხედრო ბაზები რომ შენდება უკონტროლოდ აფხაზეთში, ცხინვალის ტერიტორიაზე, 10 კილომეტრში თბილისდან, ვისი მოღვაწეობის შედეგია? ამას არ აქვს კავშირი ქვეყნის უსაფრთხოებასთან?!, ეს არ არის თქვენი პოლიტიკის შედეგი?! ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ბევრი ეს პრობლემა მოგვარებისკენ წავიდა. ყველაფერი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, არის დემაგოგია და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, მაგრამ ეგეც არ გამოგდით და ეს თქვენი უკანასკნელი აქციაც არის სასაცილო, აქცია, მართლა სამარცხინო აქცია, რომელიც ასევე წყალში ჩაგივარდათ, როგორც წინამორბედი აქციები, ამის საუკეთესო მაგალითია“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)