09:33 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 14:51:48, 413 ნახვა

პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - მშვიდობიანი პროტესტით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული, რისთვისაც ხალხს და ქვეყანას უღალატა

მშვიდობიანი პროტესტით, მათ შორის დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება, რისთვისაც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო, რომ დასავლური მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოდიოდა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დასრულდა.

„ივანიშვილის რეჟიმი არის ის ძალა, რომელიც დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც რუსეთის მხრიდან არის დარღვეული. ივანიშვილის ძალა დაუპირისპირდა საკუთარი ქვეყნის ძალას. მოქალაქეების არჩევანი არის ევროპის გზა და ევროპული ოჯახის წევრობა და არა უკან, საბჭოთა რუსეთში, რასაც ივანიშვილი აკეთებს. ივანიშვილმა შეძლო, რომ დასავლური მხარდაჭერა და დაფინანსება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოდიოდა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დასრულდა, შესაბამისად საფრთხეები მომდინარეობს ერთადერთი ძალისგან, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. ივანიშვილის რეჟიმი უნდა ვაიძულოთ, როგორც გარე მხარდაჭერით, ისე შიდა პროცესით, რომ საბოლოო ჯამში, ახალი არჩევნებით გადარჩეს ამ ქვეყნის ბედი და არა ერთი კაცის სურვილით. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფული და ძალაუფლება რის გამოც საკუთარ ქვეყანას და კონსტიტუციას უღალატა. სხვა დანარჩენი სხვისი შეფასებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანი პროტესტით, რომ მათ შორის, ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან აქტიური ურთიერთობით, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ძვირფასი ფული და ძალაუფლება, რისთვისაც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics