|
2025-02-19 13:49:41, 421 ნახვა
პოლიტიკა
წალენჯიხის მერია - შსს „ქართული ოცნების“ პირად საქმეთა სამინისტროა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში TV პირველის ოპერატორის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას - კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს "ებრძვის და ანადგურებს ქართული ოცნება", ხოლო შსს არალეგიტიმური ხელისუფლების "პირად საქმეთა სამინისტროა". "სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება არის კაცობრიობის მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. სწორედ ამ მონაპოვარს ებრძვის და ანადგურებს დღეს ქართული ოცნების რეჟიმი. საზოგადოებამ იხილა - არის კრიმინალი. მას, როგორც ფაქტს, ასევე ბრძანების გამცემ, შემდგომში კი შემსრულებელ ადამიანებს, არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან! ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი უწყება, როგორც ინსტიტუცია! შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირდაპირ წარმოადგენს ქართული ოცნების არალეგიტიმური ე.წ. ხელისუფლების - პირად საქმეთა სამინისტროს. ის დანაშაული, რაც მოხდა წუხელ TV პირველის ოპერატორის მიმართ და რაც ხდება უკვე სისტემატურ ფორმატში ჩვენი სხვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არის ნებისმიერი მოძალადე და კრიმინალი ადამიანის წახალისება ძალადობისკენ, რადგან დარწმუნებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს გატაცების მომენტში - არიან, თუ არა ნამდვილად პოლიციის თანამშრომლები. ამ ყველაფრის ავტორი კი ისევ და ისევ, თვითმარქვია და ე.წ. ხელისუფლებაა. სწორედ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვთხოვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს - განაგრძოთ და გააძლიეროთ ქართველი ხალხის და კრიტიკული მედიის მხარდაჭერა. პარალელურად, ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე, მოხდეს საერთაშორისო გამოძიება და სასამართლო აღსრულება." - წერია განცხადებაში. 18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა. თვითმხილველის განცხადებით პოლიცილები სამოქალაქო ფორმებში იყვნენ ჩაცმულნი და ეკეთათ ნიღბები. "ვბრუნდებოდით სახლში, ქუჩა სრულიად ცარიელი იყო და დროშიანი ბიჭი მირბოდა, უკან მისდევდა სრულიად შავებში ჩაცმული 10 ადამიანი და მივხვდით, რომ რაღაც არ იყო რიგზე. მანქანასთან მიიმწყვდიეს, ეგრევე ჩამოვედით მანქანიდან და ჩავრთეთ ლაივი. რომ დაგვინახეთ ვიღებდით, ნიღბები გაიკეთეს" - ამბობს თვითმხილველი.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)