|
2025-02-19 10:00:55, 470 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ოპერატორის ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს
„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს. როგორც მან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოქმში დააფიქსირა, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. „ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი. ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა, რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! უფლებები არ გააცნეს. სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ. არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან. მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში, რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა. დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ, რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები“, - წერს იურისტი სოციალურ ქსელში. ამასთან, ის ლაშა ჯიოშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს ავრცელებს. „მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა, შედეგი მიღწეულია: „ბატონი“ თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ. ცეცხლი ოლიგარქიას....მალე შევხვდებით“, - ნათქვამია წერილში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს.
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)